ყვარლის N1 საჯარო სკოლაში TIMSS-ის კვლევა ჩატარდა
08-05-2018
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ მათემატიკისა და საბუნებისმეტყველო საგნიების სწავლისა და სწავლების საერთაშორისო კვლევაში მონაწილეობის მისაღებად ყვარლის ილია ჭავჭავაძის სახელობის N1 საჯარო სკოლა შეირჩა.

ტესტირებაში, რომელიც მათემატიკისა და საბუნებისმეტყველო საგნების დავალებებს მოიცავდა, IV და VIII კლასის მოსწავლეები მონაწილეობდნენ. მნიშვნელოვანია, რომ თითოეული მონაწილის მშობელი კითხვარების საშუალებით კვლევის პროცესში შერჩეული საგნების პედაგოგებთან ერთად აქტიურად იყო ჩართული.

მიუხედავად იმისა, რომ კვლევის შედეგები კონფიდენციალურია, იგი მნიშვნელოვანი ინსტრუმენტია მათემატიკისა და საბუნებისმეტყველო საგნების სწავლა-სწავლების პროცესის  გაუმჯობესებისთვის რეკომენდაციების შესანარჩუნებლად.

იხილეთ ფოტოები
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203