ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ თახჩის საჯარო სკოლაში ნაყოფიერი სასწავლო წელი წარმატებით დასრულდა.
სკოლა საბაზო საფეხურისაა და სულ ოთხი მოსწავლე სწავლობს. წელს მე-4 კლასი ორმა მოსწავლემ დაასრულა. მე-5 კლასში გადასვლა მოწაფეებს დირექციამ და პედაგოგებმა განსაკუთრებულად მიულოცეს, ბავშვები სპორტულ ღონისძიებაში ჩართეს შემდეგ კი ბუნებაში სასიამოვნო დრო გაატარეს.
მიუხედავად მოსწავლეთა მცირერიცხოვნობისა პედაგოგები, დირექტორის - გაიანე მიქაელიანის ხელმძღვანელობით, ბავშვებს მრავალფეროვან სასწავლო გარემოს სთავაზობენ და ყველაფერს აკეთებენ, რათა მათ ხარისხიანი და სიღრმისეული განათლება მისცენ.
აღსანიშნავია, რომ წელს სკოლაში პირველკლასელსაც ელოდებიან, რაც სასკოლო საზოგადოებისთვის განსაკუთრებით სასიხარულოა.