რამდენი ქულა უნდა დააგროვოთ გამოცდაზე - დეტალური ინფორმაცია  მასწავლებლებისთვის
16-07-2023
მასწავლებლების ნაწილი გამოცდაზე უკვე გავიდა; ახლა საინტერესოა შედეგები, თუმცა მათ გამოვექყნებამდე, კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რამდენი ქულა უნდა დააგროვოთ კონკრეტულ საგნებში, რათა ზღვარი გადალახულად ჩაგეთვალოთ:
 
ქართული ენისა და ლიტერატურის (საბაზო ან/და საშუალო საფეხური), გეოგრაფიის (საბაზო ან/და საშუალო საფეხური), ისტორიის (საბაზო ან/და საშუალო საფეხური), ბიოლოგიის (საბაზო ან/და საშუალო საფეხური), ქიმიის (საბაზო ან/და საშუალო საფეხური), ფიზიკის (საბაზო ან/და საშუალო საფეხური), მათემატიკის (საბაზო ან/და საშუალო საფეხური), უცხოური ენების (დაწყებითი, საბაზო ან/და საშუალო საფეხური), სამოქალაქო განათლების (საბაზო ან/და საშუალო საფეხური), ქართული ენის (არაქართულენოვანი სკოლებისთვის/სექტორებისთვის) (დაწყებითი, საბაზო ან/და საშუალო საფეხური), სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების, მუსიკის, სპორტის, ბუნებისმეტყველების (დაწყებითი საფეხური), ქართული ენისა და ლიტერატურის (დაწყებითი საფეხური), მათემატიკის (დაწყებითი საფეხური), ქართული ენის და ლიტერატურის, მათემატიკისა და ბუნებისმეტყველების (I-IV კლასები), ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების/კომპიუტერული ტექნოლოგიების, სომხური ენისა და აზერბაიჯანული ენის გამოცდაში აპლიკანტმა იმისათვის, რომ საგნის გამოცდა ჩაეთვალოს წარმატებით დაძლეულად, უნდა დააგროვოს მაქსიმალური ქულის 60%-ზე მეტი, კერძოდ:
  • ქართულ ენასა და ლიტერატურაში (საბაზო ან/და საშუალო საფეხური) - 43 ქულა და მეტი;
  • მათემატიკაში (საბაზო ან/და საშუალო საფეხური) - 25 ქულა და მეტი;
  •  გეოგრაფიაში (საბაზო ან/და საშუალო საფეხური) - 34 ქულა და მეტი,
  • ბიოლოგიაში (საბაზო ან/და საშუალო საფეხური) - 37 ქულა და მეტი;
  • ქიმიაში (საბაზო ან/და საშუალო საფეხური) - 37 ქულა და მეტი;
  • ფიზიკაში (საბაზო ან/და საშუალო საფეხური) - 37 ქულა და მეტი;
  • ისტორიაში (საბაზო ან/და საშუალო საფეხური) - 34 ქულა და მეტი;
  • სამოქალაქო განათლებაში (საბაზო ან/და საშუალო საფეხური) - 34 ქულა და მეტი;
  • უცხოურ ენაში (დაწყებითი, საბაზო ან/და საშუალო საფეხური) - 55 ქულა და მეტი;
  • ქართულ ენაში (არაქართულენოვანი სკოლებისთვის/სექტორებისთვის) (დაწყებითი, საბაზო ან/და საშუალო საფეხური) - 52 ქულა და მეტი;
  • სახვით და გამოყენებით ხელოვნებაში - 37 ქულა და მეტი;
  • მუსიკაში - 43 ქულა და მეტი;
  • სპორტში - 43 ქულა და მეტი;
  • ქართულ ენასა და ლიტერატურაში, მათემატიკასა და ბუნებისმეტყველებაში (I-IV კლასები) - 40 ქულა და მეტი;
  • ქართულ ენასა და ლიტერატურაში (დაწყებითი საფეხური) - 32 ქულა და მეტი;
  • ბუნებისმეტყველებაში (დაწყებითი საფეხური) - 32 ქულა და მეტი;
  • მათემატიკაში (დაწყებითი საფეხური) - 32 ქულა და მეტი;
  • ინფორმაციულ და საკომუნიკაციო ტექნოლოგიებში/კომპიუტერულ ტექნოლოგიებში - 43 ქულა და მეტი;
  • სომხურ ენაში - 43 ქულა და მეტი;
  • აზერბაიჯანულ ენაში - 43 ქულა და მეტი.
 
ქართული ენისა და ლიტერატურის, მათემატიკისა და ბუნებისმეტყველების (I-IV კლასები), ბუნებისმეტყველების (დაწყებითი საფეხური), ქართული ენისა და ლიტერატურის (დაწყებითი საფეხური), მათემატიკის (დაწყებითი საფეხური), უცხოური ენებისა (დაწყებითი, საბაზო ან/და საშუალო საფეხური) და ქართულ ენაში (არაქართულენოვანი სკოლებისთვის/სექტორებისთვის) (დაწყებითი, საბაზო ან/და საშუალო საფეხური) ტესტები რამდენიმე ნაწილისაგან შედგება, რომლებშიც აპლიკანტმა იმისათვის, რომ გამოცდა ჩაეთვალოს წარმატებით დაძლეულად, ამ ბრძანების პირველი პუნქტით დადგენილ ბარიერთან (60%-ზე მეტი) ერთად უნდა გადალახოს ტესტის თითოეული ნაწილის ბარიერი ქვემოთ დადგენილი პრინციპის შესაბამისად, კერძოდ:
  • ქართული ენა და ლიტერატურა, მათემატიკა და ბუნებისმეტყველების (I-IV კლასები) მასწავლებელთათვის ტესტი შედგება ორი ნაწილისაგან, აქედან ერთ ნაწილში -  აკადემიური უნარების ნაწილში მასწავლებელმა უნდა დააგროვოს მაქსიმალური ქულის (აკადემიური უნარების ნაწილში მაქსიმალური ქულა - 14) 40% - ზე მეტი (ანუ 6 ქულა ან მეტი);  
  • ბუნებისმეტყველების (დაწყებითი საფეხური), ქართული ენისა და ლიტერატურის (დაწყებითი საფეხური), მათემატიკის (დაწყებითი საფეხური) ტესტი შედგება ორი ნაწილისაგან, აქედან ერთ ნაწილში -აკადემიური უნარების ნაწილში აპლიკანტმა უნდა დააგროვოს მაქსიმალური ქულის (აკადემიური უნარების ნაწილში მაქსიმალური ქულა  - 14) 40%-ზე მეტი (ანუ 6 ქულა და მეტი);
  • უცხოური ენების გამოცდა იყოფა ოთხ ნაწილად, აქედან 4 ნაწილში – მეტყველების, წერით, კითხვისა და მოსმენის ნაწილებში მასწავლებელმა უნდა გადალახოს მაქსიმალური ქულის მესამედი ან/და მეტი. კერძოდ, მეტყველების ნაწილში მაქსიმალური ქულაა 16 – გამსვლელი 6 ქულა და მეტი, წერით ნაწილში მაქსიმალური ქულაა 22 – გამსვლელი 8 ქულა და მეტი, მოსმენის ნაწილში მაქსიმალური ქულაა 16 - გამსვლელი 6 ქულა და მეტი, ხოლო კითხვის ნაწილში მაქსიმალური ქულა განისაზღვრა 36 ქულით, ხოლო გამსვლელი ქულაა 12 და მეტი;
  •  ქართული ენა (არაქართულენოვანი სკოლებისთვის/სექტორებისთვის) (დაწყებითი, საბაზო ან/და საშუალო საფეხური) იყოფა ხუთ ნაწილად. ტესტის თითოეული ნაწილისათვის განსაზღვრულია შიდა ზღვარი მაქსიმალური ქულის 40% -ზე მეტი, კერძოდ, მოსმენის ნაწილში მაქსიმალური ქულაა 9 - გამსვლელი 4 ქულა და მეტი, კითხვის ნაწილში მაქსიმალური ქულა განისაზღვრა 25 ქულით, ხოლო გამსვლელია 11 ქულა და მეტი, წერით ნაწილში მაქსიმალური ქულაა 20 - გამსვლელი 9 ქულა და მეტი, პროფესიული ცოდნის ნაწილში მაქსიმალური ქულაა 20 - გამსვლელი 9 ქულა და მეტი, ხოლო მეტყველების ნაწილში მაქსიმალური ქულაა 11, აქედან გამსვლელი 5 ქულა და მეტი;
  •  ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების/კომპიუტერული ტექნოლოგიების ტესტი შედგება 2 ნაწილისაგან - პროფესიული ცოდნა (წერილობითი) და პრაქტიკული უნარ-ჩვევების (პრაქტიკული) ნაწილისგან, ტესტის თითოეულ ნაწილში აპლიკანტმა უნდა დააგროვოს მაქსიმალური ქულის 40% (ანუ 14 ქულა და მეტი).
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203