იქვე მობილიზებული იყო სასწრაფო დახმარება და აპლიკანტი საავადმყოფოში მათ გადაიყვანეს. მიუხედავად იმისა, არსებობს განათლების მინისტრის ბრძანება, სადაც გაწერილია შემთხვევები, როდესაც გამოცდაზე გამოუცხადებლობა საპატიოდ ითვლება, როგორც შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრთან გავარკვიეთ, ასე ცალსახად მაინც არ არსებობს პასუხი - დაუშვებენ თუ არა კონკრეტულ გამოსაცდელს დამატებით სესიაზე.
„აპლიკანტმა განცხადებით უნდა მიმართოს NAEC-ს და საკითხს კომისია განიხილავს... მხოლოდ ამის შემდეგ გაირკვევა, დამატებით სესიაზე დაუშვებენ თუ არა აბიტურიენტს“ - გვითხრეს შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში.