მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ალგეთის N2 საჯარო სკოლაში სასწავლო წელი ტრადიციულად წარმატებით დასრულდა.
პედაგოგებმა, დირექტორის - აზადა მურადოვას ხელმძღვანელობით, მოსწავლეებისთვის ხარისხიანი და სიღრმისეული განათლების მისაღებად ძალ-ღონე არ დაიშურეს.
წელს სკოლა 16-მა მოსწავლემ დაამთავრა, მათგან ყველა უმაღლეს სასწავლებელში აბარებს.
სკოლის დირექტორი აზადა მურადოვა მოსწავლეებს წარმატებას და სასურველ უნივერსიტეტსა და ფაკულტეტზე ჩაბარებას უსურვებს.
აღსანიშნავია, რომ ალგეთის N2 საჯარო სკოლა მოსწავლეებს მათ ინტერესებზე მორგებულ სასწავლო გარემოს სთავაზობს. პედაგოგები მოწაფეების განვითარებაზე, ცოდნის გაღრმავებასა და შემოქმედებითი უნარების ჩამოყალიბებაზე ყოველდღიურად ზრუნავენ, რაც მოსწავლეთა სწავლის ხარისხზე აისახება.