დაბა ნასაკირალის საჯარო სკოლაში ჩაგვრის თემაზე ღონისძიებები ჩატარდა
08-05-2018

დაბა ნასაკირალის საჯარო სკოლაში ბულინგის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით ღონისძიებები გაიმართა. 

მე-4 კლასში დამრიგებელმა მაია დავითაშვილმა „ბულინგის“ თემაზე კლასის საათი ჩაატარა. მოსწავლეებმა ძალადობაზე და მისი აღმოფხვრის გზებზე საკუთარი მოსაზრებები გამოთქვეს. 

მე-7 კლასის დამრიგებელმა თინა ღლონტმა კლასს აჩვენა ფილმი ძალადობასთან დაკავშირებით. ჩვენების შემდეგ ჩაგვრის შესახებ განხილვა-დებატები მოეწყო. 

მე-6 კლასის მოსწავლეებს დამრიგებელი ნანა მამინაშვილი ძალადობის შედეგებზე ესაუბრა. სკოლის წარმომადგენლის თქმით, მოსწავლეები ბულინგის საერთაშორისო დღის გზავნილს „არა ძალადობას“ იზიარებენ. 

ბულინგის საერთაშორისო დღეს მსოფლიო 4 მაისს აღნიშნავს. 

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203