ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ ცურტავის საჯარო სკოლაში საინტერესო 2022-2023 სასწავლო წელი ნაყოფიერად დასრულდა.
პედაგოგებმა, დირექტორის ავთანდილ მამედოვის ხელმძღვანელობით, დიდი შრომა ჩადეს მომავალი თაობის აღზრდა-განათლების საქმეში, აკადემიური წლის განმავლობაში მოსწავლეებს სთავაზობდნენ მათ ინტერესებზე მორგებულ სასწავლო გარემოს, მრავალფეროვან აქტივობებსა თუ ღონისძიებებს და მათ მრავალმხრივ განვითარებაზე ყოველდღიურად ზრუნავდნენ.
წელს სკოლა 14-მა მოსწავლემ დაამთავრა. სკოლის დირექტორი ავთანდილ მამედოვი კურსდამთავრებულთა დიდი გულშემატკივარია და მათ წარმატებულ მომავალს უსურვებს.
მათ კი ვინც ახლა მისაღებს გამოცდებს აბარებენ, უსურვებს, სკოლის სასახელოდ სასურველ სასწავლებელსა და ფაკულტეტზე ჩარიცხვას.