დმანისის მუნიციპალიტეტის სოფელ კამარლოს საჯარო სკოლაში საინტერესო 2022-2023 სასწავლო წელი წარმატებით დასრულდა.
პედაგოგებმა, დირექტორის - მეიტი გაჯიევის ხელმძღვანელობით, მოსწავლეებს მეტად საინტერესო სასწავლო პროცესი შესთავაზეს და მათთვის ხარისხიანი განათლების მისაცემად ყველაფერი გააკეთეს.
აღსანიშნავია, რომ სკოლა საბაზოა. წელს მე-9 კლასი 5-მა მოსწავლემ დაამთავრა. მოსწავლეები სწავლას საშუალო სკოლაში გააგრძელებენ. სკოლიდან საბაზო საფეხურის კურსდამთავრებულები დიდი სიყვარულითა და საუკეთესო სურვილებით გააცილეს.
სკოლის დირექტორი მეიტი გაჯიევი თითოეულ მათგანს წარმატებასა და წინსვლას უსურვებს.