etaloni.ge-სთვის ცნობილი გახდა, რომ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების ნაწილში, პედაგოგებს შორის საგაკვეთილო საათები უკვე გადანაწილდა. მიუხედავად იმისა, რომ, ტრადიციულად, ეს პროცესი უშუალოდ, სასწავლო წლის წინ მიმდინარეობს, პედაგოგების შვებულებამდე საათების განაწილებას კანონი არ კრძალავს.
ეროვნული სასწავლო გეგმის დოკუმენტში, ეს შეზღუდვა ნამდვილად არ არის, თუმცა გაწერილია, რის მიხედვით უნდა გადანაწილდეს საგაკვეთილო საათები მოქმედ მასწავლებლებს შორის:
„საჯარო სკოლა ვალდებულია სასკოლო საათობრივი ბადით გათვალისწინებული საათები პირველ რიგში გაუნაწილოს კონკრეტული საგნის უფროს/წამყვან/მენტორ მასწავლებლებს და კონკრეტულ საგანში საათები შეუვსოს სრულ დატვირთვამდე (15 საათის ჩათვლით, ხოლო კომბინირებული დაწყებითი (I-IV) კლასის მასწავლებელს 13 საათის ჩათვლით), ასეთის არსებობის შემთხვევაში“, - ნათქვამია დოკუმენტში.