„გარტყმით დავწერე...“ „რაც რთული იყო, ვერ დავწერე“... - მათემატიკის გამოცდის აპლიკანტების ურთიერთგამომრიცხავი შეფასებები
07-07-2023

მათემატიკის გამოცდის მეორე სესიიდან პირველი აბიტურიენტი უკვე გამოვიდა, რომელმაც აღნიშნა, რომ ტესტს სირთულის შეფასება ძალიან გაუჭირდება:

„არ ვიცი, მარტივი იყო თუ რთული... გარტყმით დავწერე ყველაფერი“ - განაცხადა etaloni.ge-სთან აპლიკანტმა.

ერთ-ერთმა გამოსაცდელმა კი აღნიშნა, რომ ტესტი მარტივი იყო - „ადვილი იყო, ყველაფერი შემოვხაზე. ბოლო ორი იყო რთული და ეგენი ვერ დავწერე“...

„ძალიან ძნელი იყო. ალგებრაც იყო და გეომეტრიაც - მგონი, თანაბრად. ისე გავედი გამოცდაზე, არ ვემზადებოდი. ალბათ ვერ ჩავაბარებ“.

„ალგებრაც იყო, გეომეტრიაც. ფორმულები იყო და ლოგიკური პასუხები უნდა გაგეცა. მეტი არაფერი. მშვენივრად დავწერე“.

„შემოსახაზები დავწერე და გამოვედი. ალბათ 20 ქულას ავიღებ. არ ვიცი, ალგებრა უფრო მეტი იყო თუ გეომეტრია. მათემატიკა დამატებით საგნად ჩავწერე და ბარიერის გადალახვაც მეყოფა
“;

„3-ქულიანები უფრო რთული იყო, ვიდრე 4-იანები ერთქულიანებში ბოლოები ვერ დავწერე, თავიდან ადვილია და მერე რთულდება და რთულდება. ერთი იყო,სინუსების თეორიით უნდა გეპოვნა გვერდი და გამიჭირდა ესეც. არითმეტიკული პროგრესია იყო და ჯამი უნდა გამოგეთვალა. ვერც ეს დავწერე ბოლომდე. ალბათ 20 ან 25 ქულას ავიღებ"... - აფასებენ მათემატიკის გამოცდას აბიტურიენტები.
 
 
 
 
 
 
 
 

 

 
პირველ წინადადებაში,  უნდა იყოს

 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203