უმაღლესი განათლების დაფინანსების მოდელი შეიცვლება - სამინისტრო საკითხზე მუშაობას აგრძელებს
08-07-2023

განათლების სამინისტრო უმაღლესი განათლების დაფინანსების ახალ მოდელზე მუშაობას აგრძელებს.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა, გიორგი ამილახვარმა მონაწილეობა მიიღო მსოფლიო ბანკის მიერ ორგანიზებულ ვორქშოფში, რომელიც უმაღლესი განათლების დაფინანსების მოდელის ცვლილებას მიეძღვნა.

განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინფორმაციით, მინისტრმა, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების წარმომადგენლებთან ერთად, დაფინანსების ახალი მოდელის დეტალები განიხილა და მისი განხორციელების გზებზე იმსჯელა.

„საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო, მსოფლიო ბანკთან ერთად, აქტიურად მუშაობს უმაღლესი განათლების დაფინანსების ახალი მოდელის შექმნასა და დანერგვაზე, რომელიც უზრუნველყოფს უმაღლესი განათლების ხარისხის გაუმჯობესებას.

უმაღლესი განათლების დაფინანსების მოდელზე მუშაობა მსოფლიო ბანკის პროექტის „ინოვაცია, ინკლუზიურობა და ხარისხი - საქართველო I2Q” ფარგლებში მიმდინარეობს და ის თანხვედრაშია უმაღლესი განათლების ეროვნულ მიზნებთან და სტრატეგიულ პრიორიტეტებთან“, - აღნიშნულია სამინისტროს გავრცელებულ ინფორმაციაში. 

აღსანიშნავია, რომ უმაღლესი განათლების დაფინანსების ახალ მოდელზე განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო რამდენიმე წელია მუშაობს.  

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203