ეროვნული გამოცდები დღეიდან, 10 ივლისიდან, უცხოური ენის გამოცდებით გრძელდება. შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ინგლისური ენისა და ლიტერატურის გამოცდაზე 95%-მდე გამოსაცდელი გამოცხადდა. დაიგვიანა 3 -მა აბიტურიენტმა.
მეორე სესიისათვის რეგისტრაცია ყველა საგამოცდო ცენტრში 14:00 საათზე დაიწყება და ერთი საათის განმავლობაში გაგრძელდება.
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი გამოსაცდელებს სთხოვს, არ დაიგვიანონ და ბარათზე მითითებულ დროს გამოცხადდნენ საგამოცდო ცენტრში.