რომელ უნივერსიტეტს რამდენი თავისუფალი ადგილი აქვს სტუდენტებისთვის გამოცხადებული - ინფორმაცია რიგგარეშე მობილობის მსურველებისთვის 
10-07-2023
საქართველოს დავით აღმაშენებლის სახელობის უნივერსიტეტის მედიცინის საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხული სტუდენტებისთვის გამოცხადებული რიგგარეშე მობილობის ფარგლებში, წინასწარი მონაცემების საფუძველზე, იგეგმება, რომ სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებები რიგგარეშე მობილობისას მისაღები სტუდენტების ადგილებს გამოაცხადებენ შემდეგი რაოდენობებით:

სსიპ - თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი - 630 ადგილი;

სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი - 530 ადგილი;

სსიპ - აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი - 50 ადგილი;

სსიპ - ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი - 50 ადგილი.

შესაბამისად, სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების მიერ გამოსაცხადებელი ზემოაღნიშნული რაოდენობებით სრულად არის დაფარული შპს საქართველოს დავით აღმაშენებლის სახელობის უნივერსიტეტის მედიცინის საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხული სტუდენტების რაოდენობა. ამასთან, რიგგარეშე მობილობაში მონაწილეობას მიიღებენ კერძო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებიც

დამატებითი ინფორმაცია უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებისა და გამოცხადებული ადგილების რაოდენობების შესახებ დეტალურად გეცნობებათ 2023 წლის 11 ივლისს, 12:00 საათზე ჩანიშნულ შეხვედრაზე.

შეხვედრის ბმულის მონაცემები:

Zoom Meeting: https://us02web.zoom.us/j/88538135101?pwd=L0thcVAxVkh0S2NSQytSVnRiNHJVdz09
Meeting ID: 885 3813 5101
Passcode: 123

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203