გამოცდების ეროვნული ცენტრის მიმართვა აბიტურიენტებს - ინგლისური ენის მეორე სესიაზე 3-მა აპლიკანტმა დაიგვიანა
„გამოცდაზე გამოცხადდა 95% -მდე გამოსაცდელი. ამ დროის მონაცემებით მეორე სესიაზე დაიგვიანა სამმა აპლიკანტმა.სამშაბათს, 11 ივლისს, ერთიანი ეროვნული გამოცდები კვლავ ინგლისური ენის გამოცდით გაგრძელდება.
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი გამოსაცდელებს სთხოვს, არ დაიგვიანონ და ბარათზე მითითებულ დროს გამოცხადდნენ საგამოცდო ცენტრში.