ინტელექტ-ჩემპიონატის 2023 წლის პირველი პერიოდის შემაჯამებელი კონკურსის პირველი სამეული ცნობილია
საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონის“ 2023 წლის პირველი პერიოდის ღონისძიება-კონკურსი 12 ივლისს დისტანციურ ფორმატში ჩატარდა. ღონისძიებას ავტორი და წამყვანი გოჩა ტყეშელაშვილი გაუძღვა, მონაწილეები კი კონკურსს ვიდეოპლატფორმის საშუალებით მუნიციპალიტეტების რესურსცენტრებიდან ჩაერთნენ.
„ეტალონის“ 2023 წლის პირველი პერიოდის კონკურსის პირველი სამეული ასეთია:
პირველი ადგილი დაიკავა
შუახევის მუნიციპალიტეტის საქართველოს საპატრიარქოს ხიჭაურის გრიგოლ ხანძთელის
სახელობის სკოლის XI კლასის მოსწავლე მამუკა ცინცაძემ. მან 62 ქულა დააგროვა და ამისთვის 4 წუთი და 50 წამი დასჭირდა. მეორე ადგილი 60 ქულით
ახალციხის მუნიციპალიტეტის მინაძის საჯარო სკოლის მოსწავლე სალომე ზედგინიძემ მოიპოვა. მან ეს ქულა 6 წუთსა და 6 წამში დააგროვა. ასევე 60 ქულა, 6 წუთსა და 32 წამში დააგროვა და მესამე ადგილზე გავიდა
თიანეთის N1 საჯარო სკოლის IX კლასის მოსწავლე ლელა ბადურაშვილი.საპრიზო ადგილებზე გასულ სამეულს გადაეცათ დიპლომები და განათლების სამინისტროს სახელით ტექნიკის ვაუჩერები - პირველი ადგილი 1000-ლარიანი ვაუჩერი, მეორე ადგილი 800-ლარიანი ვაუჩერი და მესამე ადგილი 500-ლარიანი ვაუჩერი.
ცნობისათვის, მიმდინარე წლის მაისიდან ტრადიციულად, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატის „ეტალონი“ ფარგლებში 27 მუნიციპალიტეტის „ეტალონი“ მოსწავლე გამოვლინდა. გამოვლენილ გამარჯვებულებს შორის 2023 წლის პირველი ეტაპის შემაჯამებელი კონკურსი დისტანციურად, LIVE რეჟიმში გაიმართა.
გამოვლენილი „ეტალონი მოსწავლეები“, თავის მხრივ მუნიციპალიტეტებში ჩატარებული ჩატარებული პირველი და მეორე ეტაპების დისტანციური კონკურსების შედეგად შეირჩნენ.
კონკურსის მიმდინარეობის შესახებ დამატებითი ინფორმაციისთვის შეგიძლიათ იხილოთ:რუბრიკა „ეტალონი“