აბიტურიენტები ინგლისური ენის გამოცდის მეორე სესიას აბარებენ და პირველმა აპლიკანტებმა, რომლებიც საგამოცდო ცენტრიდან უკვე გამოვიდნენ, etaloni.ge-ს გაუმხილეს, თუ რა საკითხები შეხვდათ.
„მოსასმენი ლეონარდო და ვინჩზე იყო, ძალიან კარგად ისმოდა ყველაფერი, მარტივად გავართვი თავი, სიტყვები ჩასმა მესის ისტორიაზე იყო, როგორ დაიწყო თავიდან კარიერა, თემა არ ვიცი არ გადამიხედავს“...
„თემა - კარგია თუ არა როგორ მეგობრებთან დიდი დროის გატარება ასევე მეცადინეობა, მარტივი იყო მოსასმენიც“...
„დიდი ხანია ინგლისურში ვემზადები, ძალიან სწრაფად და მარტივად დავწერე ყველაფერი. მოსასმენი კარგად ისმოდა, ლეონარდო და ვინჩზე იყო, და რთული სულაც არ ყოფილა, საკმაოდ სწრაფად გავაკეთე, სიტყვების ჩასმაც არ იყო რთული. საერთო ჯამში მარტივი ტესტი იყო. მაღალი ქულის მოლოდინი მაქვს“.