3125 ლარს გრანტით ჩარიცხული აბიტურიენტები მიიღებენ - დეტალები ბიუჯეტიდან
16-07-2023
ჭიათურის მუნიციპალიტეტის 2023 წლის ბიუჯეტში, ცვლილება შევიდა, სადაც გაწერილია ადგილობრივი ახალგაზრდების ხელშეწყობის პროგრამა. დოკუმენტში აღნიშნულია, რომ ერთიან ეროვნულ გამოცდებში, სარეიტინგო სიის პირველ ათეულში გასული აბიტურიენტი ფულად ჯილდოს - 1000 ლარს მიიღებს;

„პირველ, მეორე ან მესამე ადგილზე გასული აბიტურიენტის ფულადი ჯილდო კი შემდეგი სახით: I ადგილი – 3125 ლარი, II ადგილი – 2500 ლარი, III ადგილი – 1875 ლარი“, - ნათქვამია დადგენილებაში. აღსანიშნავია, რომ საქართველოს ერთიან ეროვნულ გამოცდებში, სარეიტინგო სიის პირველ, მეორე, მესამე ადგილზე ან პირველ ათეულში გასულმა აბიტურიენტებმა ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერიაში უნდა წარადგინონ:

ა) წერილობითი განცხადება;

ბ) პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;

გ) ჭიათურის მუნიციპალიტეტის საჯარო ან კერძო სკოლის დამთავრების დამადასტურებელი საბუთი (ატესტატი);

დ) ცნობა რეგისტრაციის შესახებ;

ე) საქართველოს ერთიან ეროვნულ გამოცდებში I, II ან III ადგილზე ან სარეიტინგო სიის პირველ ათეულში გასვლის დამადასტურებელი საბუთი;

ვ) ანგარიშის ნომრის ამონაწერი საბანკო დაწესებულებიდან.
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203