ინგლისურის გამოცდის ბოლო ვარიანტის თემები ცნობილია - მოსამენი მოჩვენებებსა და მონადირეებზე, თემა ახალგაზრდებმა უნდა უზრუნონ თუ არა მოხუცებზე
12-07-2023
დღეს, ინგლისური ენის გამოცდის ბოლო დღეა. უცხოური ენის გამოცდიდან პირველი აპლიკანტები უკვე გამოვიდნენ და etaloni.ge - სთან ტესტის სირთულეც შეაფასეს. ერთიან ეროვნულ გამოცდებს, წელსაც აბარებდნენ ისეთი აბიტურიენტები, რომლებსაც წინა წლებშიც არიან გასულები გამოცდებზე, მათი თქმით, ძველი ტესტები უფრო რთული იყო.
„თემა იყო სამეზობლოში ახალგაზრდება უნდა იზრუნონ თუ არა მოხუცებზე. მოსმენის დავალება რაზე იყო არ მახსოვს, ისე კი, ტექსტი კარგად ისმოდა. მე არც ერთი დავალების შესრულება არ გამჭირვებია, იქედან გამომდინარე, რომ მესამედ ვაბარებ ეროვნულებს და 2018-ში უფრო რთული ტესტი იყო, ვიდრე ახლა“
„ვფიქრობ, აბიტურიენტებს ტესტის არც ერთი ნაწილის შესრულება არ უნდა გასჭირვებოდათ. მოსმენის დავალება მოჩვენებებზე მონადირეებზე იყო, ტექსტი კარგად ისმოდა. თემა იყო თინეიჯერებმა უნდა მოუარონ თუ არა მოხუცებს. ჩემი აზრით, თავი კარგად გავართვი“.
„მოსმენის დავალება იყო მოჩვენებებზე, კონკრეტულად ადამიანზე, რომელიც იმათ ეხმარება, ვისაც სახლში რაღაცები ესმის. თემა იყო თინეიჯერები სამეზობლოში მოხუც ადამიანებს უნდა დაეხმარონ თუ არა. რა თქმა უნდა, დავეთანხმე, მაგრამ ისიც დავწერე, რომ სხვებიც უნდა დაეხმარონ და არამარტო ახალგაზრდები. თუ სჭირდებათ დახმარება, აუცილებელია, რომ ვიღაც ჰყავდეთ. ასევე ყურადღება გავამახვილე იმაზე, რომ თინეიჯერებისთვის უფროს ხალხთან ურთიერთობა შეიძლება კარგი იყოს, მათგან ბევრ რამეს ისწავლიან, რჩევებს მიიღებენ.
ტესტებში ისეთი სიტყვა არ შემხვედრია, რაც არ ვიცოდი. მეგონა, რომ რადგან ბოლო ვარიანტი იყო, რთული იქნებოდა, თუმცა მარტივი იყო. ტექსტის გააზრება რომელიღაც მომღერალზე იყო, განსაკუთრებულად ცნობილი მომღერალი არ იყო და ამიტომ არ მახსოვს. მოლოდინებს რაც შეეხება, 65 ქულაზე მეტს ველოდები“.