ამ საგანში გამოცდას მასწავლებლები წელს პირველად ჩააბარებენ -  გამოცდები 25 აგვისტოდან დაიწყება 
12-07-2023
იტალიური ენის საგნობრივი გამოცდა წელს 25 აგვისტოდან 10 სექტემბრის ჩათვლით ჩატარდება – პროცესს ადმინისტრირებას შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი გაუწევს.
 
განათლებისა და სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, 2023 წლიდან „საგნისა და პროფესიული უნარების გამოცდების ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ბრძანებაში ცვლილება შევიდა, რომლის მიხედვითაც იტალიური ენის მასწავლებლებს საგნობრივი გამოცდის ჩაბარების შესაძლებლობა აქვთ. იტალიური ენის ტესტური დავალებები შეიმუშავა იტალიური ენის სწავლების კოორდინატორმა ორგანიზაცია „მინერვამ“ და მემორანდუმის ფარგლებში მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრს გადასცა.

იტალიური ენის საგნობრივი გამოცდა წელს 25 აგვისტოდან 10 სექტემბრის ჩათვლით ჩატარდება – პროცესს ადმინისტრირებას შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი გაუწევს.
 
იტალიური ენის, როგორც მეორე უცხო ენის სწავლება, საქართველოს საჯარო სკოლებში 2018-2019 სასწავლო წლიდან, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით, იტალიის საელჩოს ძალისხმევითა და ქართულ-იტალიური საგანმანათლებლო ორგანიზაცია მინერვასთან თანამშრომლობით დაიწყო.
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203