რა საკითხები მოვიდა საგრანტო გამოცდაზე - სტუდენტები ტესტის სირთულეს აფასებენ
12-07-2023
დღეს, 12 ივლისს საგრანტო გამოცდებს აბარებდნენ სტუდენტები. შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, წელს საგრანტო კონკურსში მონაწილეობის სურვილი 3 000-ზე მეტმა სტუდენტმა გამოთქვა. გამოცდაზე კი რეგიტსრირებულთა 25% არ გამოცხადებულა.
გამოცდიდან გამოსული სტუდენტების ნაწილს მათემატიკური ნაწილი გაუჭირდა, თუმცა საერთო ჯამში თვლიან რომ ტესტი არც ისეთ რთული იყო,
„ტექსტის ანალიზი საკმაოდ მარტივი იყო. ლოგიკასთანაც კარგი ურთიერთობა მაქვს და შესაბამისად, არ გამჭირვებია. მათემატიკური ნაწილი, იქედან გამომდინარე, რომ კარგად მეცადინეობა ვერ მოვასწარი, ოდნავ გამიჭრდა. თუმცა, საერთო ჯამში, რთული ნამდვილად არ იყო. ტექსტის ანალიზიდან ერთი ისტორიული შინაარსის იყო, ლა მარკზე და დარვინის თეორიაზე. მეორე კი საქართველოს ისტორიიდან იყო.
საგრანტო კონკურსზე შარშანაც ვიყავი, 3 ქულა დამაკლდა, წელს ვფიქრობ, რომ გრანტს მოვიპოვებ. აგრარულ უნივერსიტეტში მეღვინეობა-მევენახეობაზე ვსწავლობ. ჩემი აზრით, წლევანდელი და შარშანდელი ტესტი ერთი და იმავე სირთულის იყო“.
„წინა წლების ტესტები შემისრულებია და ვფიქრობ, სირთულე არ შეცვლილა. თუ მეცადნიეობ და შრომობ, არ უნდა გაგიჭირდეს. მათემატიკურ ნაწილში მაგალითად, ასეთი დავალებები იყო - 3 კვადრატი იყო მოცემული. 2-ის პერიმეტრი ვიცოდით და მესამე უნდა გაგვეგო. მოცემული იყო პარალელეპიპედი, რომელსაც გარკვეული ნაწილი ჩამოჭრილი ჰქონდა და ამის პროცენტული წილი უნდა გვეპოვა. მგონია, რომ ყველა დავალება ნორმალურად დავწერე. ბიზნესის ადმინისტრირებაზე ვსწავლობ და მგონია, რომ გრანტს ხელი უნდა გამოვკრა“.