გამოცდაზე მასწავლებლების 22 პროცენტი არ მივიდა, დაიგვიანა 1-მა აპლიკანტმა
13-07-2023

დღეს. 13 ივლისს სპორტის, მუსიკის და სამოქალაქო განათლების მასწავლებელი გამოცდას აბარებენ. შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა გამოაქვეყნა დღის სტატისტიკა, რომლის მიხედვითაც ცნობილი ხდება, რომ აპლიკანტების ნაწილი ტესტირებაზე არ მივიდა.

ოფიციალური ინფორმაციით, გამოცდაზე გამოცხადდა გამოსაცდელთა 78 %-ზე მეტი. დაიგვიანა ერთმა აპლიკანტმა.

ხვალ, 14 ივლისს, პირველ სესიაზე აბიტურიენტები გამოცდას ბიოლოგიაში, ხოლო პედაგოგები უფროსი სპეციალური მასწავლებლის გამოცდას ჩააბარებენ.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203