„ჩვენც არ გვაკარგვინებენ ბავშვობას, ყოველ წელს გამოცდები და გამოცდები“ - ტესტირებიდან გამოსული პედაგოგის შეფასება
13-07-2023
დღეს აპლიკანტები საგნის გამცოდას, სპორტის, სამოქალაქო განათლებას (VII-XII) და მუსიკის საგნებში აბარებენ. ტესტირებიდან გამოსული პედაგოგებმა და პედაგოგების მსურველებმა გამოცდის სირთულესა და თავიანთ მიზნებზე etaloni.ge-სთან ისაუბრეს. 

„პირველად გავედი გამოცდაზე, ამ ეტაპზე უბრალოთ მაინტერესებდა როგორი უნარები მაქვს ამ განხრით, ჩემი ძირითადი პროფესია ბიზნესია. ჩემთვის, როგორც არამასწავლებლისთვის ტესტები რაღაც კუთხით რთული იყო, თუმცა არც დაუძლწველი. პედაგოგიური ნაწილი საკმაოდ დიდი რაოდენობით იყო, ასევე საკითხების ნაწილი მედიცინასაც შეეხებოდა. კონკრეტულ საკითხება ახლა ვერ ვიხსენებ, თუმცა არ ყოფილა ისეთი დავალება, რომელმაც განსაკუთრებით დამაფიქრა და დიდი დრო წამართვა“, -  თამარ ქოიავა

გამოცდაზე მასწავლებლების 22 პროცენტი არ მივიდა, დაიგვიანა 1-მა აპლიკანტმა

„სპორტის გამოცდაზე ვიყავი, ვარ აქტიური მასწავლებელი და ვფიქრობ, რომ ვინც არის ამ საქმის პრიფესიონალი არ უნდა გაჭივრებოდა ტესტის დაწერა. არ არის იმდენი საწერი, რომ ორსაათნახევარში ვერ მოასწრო.

ნორმალური სიტუაცია იყო, საპრეტენზიო არაფერი მაქვს. ესეც ერთ-ერთი საფეხურია მასწავლებლისთვის და გავდივართ ამასაც. ასე ვიზრდებით და ვიწვრთნებით, ბავშვებთან ერთად ჩვენც არ გვაკარგვინებენ ბავშვობას, ყოველ წელს გამოცდები და გამოცდები…

დღევანდელი გამოცდიდან კონკრეტულ ტესტებს არ გამოვყოფდი, თუმცა თამამად შემიძლია ვთქვა, რომ სპორტის მასწავლებელს ეს საკითხები უნდა სცოდნოდა. რა თქმა უნდა, მედიცინასაც შეეხებოდა გარკვეული საკითხები, ჯანმრთელობდა და უსაფრთხოება სპორტის ძირითადი მიმართულებებია.

სპორტი კომპლექსურია, ეს არ არის მარტო ვარჯიშები და სპორტის მასწავლებელი აუცილებლად წამყვანი სპორტსმენი არ უნდა იყოს. საერთოდ სკოლაში ასეთ მიმართულებებს, არა გამჭოლი კომპეტენციის საგნებს რასაც ეწოდება, მით უმეტეს თანამედროვე მიდგომებით, სამინისტრო დიდ ყურადღებას აქცევს, იზრდება საათები და ჩვენ მასწავლებლებს, რომლებსაც გვაქვს ამასთან შეხება, გვიჩნდება სურვილი, რომ მოვიპოვოთ სერტიფიკატები და გავხდეთ უფროსი მასწავლებლები ამ მიმართულებით, რადგანაც ვართ სკოლაში გვინდა ვიყოთ მაქსიმალურად დატვირთულები. სწორედ ეს არის ჩემი და იმ უამრავი მასწავლებლის მიზანი, რომლებიც გამოცდაზე გავიდნენ.

მინდა, რომ ჩემი შესაძლებლობები მაქსიმალურად გამოვიყენო. უარყოფოთს ვერაფერს ვიტყვი სწავლა ცოცხალი, მოქმედი პროცესია და ჩვენც მუდმივად მოსწავლეები და სტუდენტები ვართ! არ გვაძლევენ დაბერების საშუალებას. ვფიქრობ, საკმაოდ მარტივი თემატიკისაა სპორტი, თუმცა გამოცდა რასაკვირველია მღელვარებასთან და ემოციასთანაა დაკავშირებული“, - გვეუბნება ფიქრია წიკლაური.

„სამოქალაქო განათლების გამოცდაზე ვიყავი გასული, მაგისტრატურის სტუდენტი ვარ, იურისტი, კერძო ბიზნეს სამართლის მიმართულებით. პედაგოგობა გადავწყვიტე რადგან ახლოს არის ჩემი პროფესიასთან, თან მიყვარს ბავშვები და მაქვს კიდეც მათთან ურთიერთობა. მოსწავლეებს ვამზადებ მათ ამ მიმართულებით. რაც შეეხება უშუალოდ გამოცდას, გეტყვით, რომ შარშანდელ და წინა წლებთან შედარებით მერთულა ტესტური დავალებების ნაწილი, ღია კითხვები კი პირიქით - გამიმარტივდა.

საკითხები იყო ბავშვთა უფლებებზე, დემოკრატიულ სახელმწიფიზე, ასევე სტალინისა და ჰიტლერის პერიოდის შესახებ იყო წყაროები", - გვეუბნება ქეთევან ჭყონიძე.


„საბუნებისმეტყველო საგნების მასწავლებელი ვარ. სპირტის გამოცდაზე პირველად გავედი, მინდოდა ამ კუთხითაც გამომეცადა საკუთარი თავი. საერთო ჯამში საშუალო სირთულის ტესტები იყო, თუმცა ერთ-ერთმა საკითხმა გამჭედა - ფრემბურთის სასტარტო დგომა ვერ გავიხსენე“, - გვეუბნება გამოციდდან გამოსული აპლინკანტი.
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203