უნიკალურმა სახელმძღვანელომ, „პირველკლასელთა აკადემიამ“, რომელიც მომავალ მოსწავლეებს სასკოლო ცხოვრებისთვის ამზადებს, გამოცემისთანავე ათასობით მეგობარი შეიძინა. ეს წიგნი-რვეული „ეტალონის“ პროექტების სულისჩამდგმელის, გოჩა ტყეშელაშვილის ავტორობით შეიქმნა, ბავშვებს ყველა სასკოლო ცხოვრებისთვის საჭირო უნარ-ჩვევებს უვითარებს და ეხმარება პატარებს, ამაყად შეაბიჯონ წიგნიერების ჯადოსნურ სამყაროში.
ამჯერად ამბროლაურის მუნიციპალიტეტს ეწვია და 96 მომავალი პირველკლასელის სამეცადინო მაგიდაზე დაიდო ბინა.
ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერიამ, სკოლამდელი სააღმზრდელო დაწესებულებების სასკოლო მზაობის ჯგუფის 96 აღსაზრდელს წიგნი-რვეული „პირველკლასელთა აკადემია“ საჩუქრად გადასცა.
საშინაო მეცადინეობისთვის განკუთვნილი წიგნი+რვეული ანბანის შესწავლის თეორიულ და პრაქტიკულ ნაწილთან ერთად ბავშვის შემეცნების, აზროვნების, მოტორიკის განვითარებისთვის საჭირო აქტივობებს მოიცავს.
სახელმძღვანელოები აღსაზრდელებს ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერმა ზვიად მხეიძემ, პირველმა მოადგილემ დავით გოგლიძემ და საკრებულოს თავმჯდომარემ ასლან საგანელიძემ გადასცეს.
„განსაკუთრებით მნიშვნელოვანია პატარებს, რომლებიც სკოლისთვის ემზადებიან, ეს პროცესი გავუადვილოთ. სწორედ ამიტომ, ამბროლაურის მერიის სახელით შევიძინეთ და საჩუქრად გადავცემთ ამ წიგნებს, ჩვენ სასკოლო მზაობის ჯგუფის 96 აღსაზრდელს. ვიმედოვნებ, რომ ეს წიგნი ჩვენს მომავალ პირველკლასელებს სწავლის პროცესს გაუადვილებს“, - აღნიშნა ზვიად მხეიძემ.