მარტვილის კანიონში 17 წლის მოზარდი დაიხრჩო 
13-07-2023

მარტვილის კანიონის ტერიტორიაზე, მდინარე აბაშაში, 17 წლის მოზარდი დაიხრჩო.

გავრცელებული ინფორმაციით, შემთხვევა დღეს მოხდა. მოზარდის ცხედარი უკვე ნაპოვნია და ექსპერტიზაზეა გადასვენებული. დაღუპული მოზარდი სენაკიდანაა და ის გაჭედილას ჩანჩქერთან საბანაოდ იყო ჩასული. ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ.

ვრცელდება ინფორმაცია, რომ მოზარდი ტაეკვანდოს გუნდის წევრია.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203