„მასწავლებლების გამოცდაზე რთული ნამდვილად იყო“ - ბიოლოგიის გამოცდას აბიტურიენტები აფასებენ 
14-07-2023
აბიტურიენტები, დღეს, ბიოლოგიის საგანში აბარებენ გამოცდას. საგანი 3 600-ზე მეტ აბიტურიენტს ჰქონდა არჩეული, ტუმცა შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით გამოცდაზე აპლიკანტების 5% არ გამოცხადებულა. 

ტესტირებიდან გამოსული აპლიკანტები შეფასებებს etaloni.ge -სთან აკეთებენ და აღნიშნავენ, რომ მართალია, გამოცდა საერთო ჯამში რთული არ იყო, მაგრამ მასწავლებლების გამოცდა უფრო მარტივი იყო ვიდრე მათი. 

„გამოცდა საშუალო სირთულის იყო, განსაკუთრებით ერთ დავალებაზე გამიჭირდა მუშაობა, ვერ ვიხსენებ პირობას, თუმცა ფოტო ახლაც თვალწინ მიდგას, გლუკოზასთან დაკავშირებით იყო. ილუსტრაციებიდან ეს ყველაზე მეტად გამიჭირდა. ასევე, გენეტიკური დავალებები იყო, მიტოზი, მეიოზი. ევოლუციიდანაც იყო კითხვები, რიბოსომებზე, ბურთვსა და ენდოპლაზმურ ბადეზე იყო", - გვეუბნება გამოცდიდან გამოსული აბიტურიენტი

„რთული არ იყო, მაგრამ მასწავლებლების გამოცდას, რომ შევადარო იმაზე რთული ნამდვილად იყო. განსაკუთრებულად არც ერთი დავალება არ გამჭირვებია. გენეტიკური დავალებები ამოსახსნელი არ იყო, ტესტურ ნაწილში შემხვდა, პირობა იყო: დათიშვა 1:1:1 იყო და რა შემთხვევაშია ასეო, აქ ორი პასუხი იყო შემოსახაზი“, - აღნიშანვს აბიტურიენტი.
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203