დღეს, 14 ივლისს, მასწავლებლის სახლი სემინარს ჩაატარებს - ვის აქვს დასწრების უფლება 
14-07-2023
მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის, ინკლუზიური განათლების ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში 14 ივლისს, პარასკევს, 19:00 საათზე მშობლებისთვის, სააღმზრდელო და საგანმანათლებლო დაწესებულების სპეციალისტებისთვის, გაიმართება ინტერაქციული ვებინარი “განვითარების დარღვევებთან ასოცირებული სამედიცინო მდგომარეობები ბავშვებში”


ვებინარის ფარგლებში განხილული იქნება შემდეგი საკითხები:

• კვებითი თავისებურების -ნეოფობიის სამედიცინო ასპექტები
• კუჭ-ნაწლავის ტრაქტის პრობლემები
• ჩუმად მიმდინარე ეპილეფსია და ტიკები
• მიკროელემენტების დეფიციტი და მძიმე მეტალების კონტროლი

ვებინარის მოწვეული სტუმარი - ირმა გოცირიძე, განვითარების პედიატრი
ვებინარის ფასილიტატორი - ნინო ნიკოლეიშვილი, ინკლუზიური განათლების ხელშეწყობის პროგრამის კოორდინატორი

ვებინარი გაიმართება ონლაინ პლატფორმა ZOOM ის გამოყენებით

დასწრებისთვის , მითითებულ დროს, გამოიყენეთ ბმული: https://us02web.zoom.us/j/87475298140
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203