„მაინტერესებს ბიზნესის სფერო, სტარტაპები. მიყვარს ხატვა, ვყოფილვარ უცხოეთში და საქართველოს მთავარ ქალაქებში ჩემი ნამუშევრების გამოფენით. საბოლოოდ მინდა საკუთარი ბიზნესი მქონდეს, მანამდე კი მსურს რაც შეიძლება ბევრი გამოცდილება მოვაგროვო, მათ შორის, მენეჯერის ამპლუაში“
სკოლის პერიოდში ლანა, ერთნაირი წარმატებით ასპარეზობდა რაიონის მასშსტაბით გამართულ კონკურსებსა და ინტლექტუალურ თამაშებში. ამის გარდა, იგი შემოქმედებითი მიმართულებითაც საკმაოდ აქტიური იყო და მონაწილეობას იღებდა, ხატვის კონკურსებსა და თეატრალურ დადგმებში.
„მეთორმეტე კლასში ჯერ კიდევ არ ვიცოდი რა პროფესიის არჩევა მსურდა. საბედნიეროდ, იმ პერიოდში ჩემს სოფელში სასტუმრო გაიხსნა, ინგლისური კარგად ვიცოდი, ამიტომაც ადმინისტრაციული საკითხები, ტურისტების დაბინავება მე შემომთავაზეს. სიამოვნებით დავთანხმდი ამ შესაძლებლობას და სწორედ ამ პერიოდში გადავწყვიტე რომ ბიზნესისთვის უნდა დამეკავშირებინა ჩემი ცხოვრება. ამ პერიოდშივე გავიგე რომ იხსნებოდა ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი, გერმანელი ლექტორები, დაფინანსების მრავალი წყარო და გარემო იყო ის რამაც გადამაფიქრებინა სხვა უნივერსიტეტში ჩაბარება. მოკლედ, გავიგე თუ არა ამ შესაძლებლობაზე, იმ დღიდან გადავწყვიტე, რომ მე აქ მინდოდა მესწავლა. საბედნიეროდ, ჩავაბარე მენეჯმენტის მეცნიერების ფაკულტეტზე, გრანტის და ოქროს მედლის საშუალებით კი სტიპენდიაც და საცხოვრებელის დაფინანსებაც მივიღე“
ლანას თქმით, მისთვის განსაკუთრებულია აქაური ცხოვრების გამოცდილებაზე საუბარი. რადგან კამპუსი საშუალებას იძლევა, უკეთ გაიცნონ სტუდენტებმა ერთმანეთი და გაერთიანდნენ კრეატიული იდეების გარშემო.
ახლახანს, ლანა ჰარვარდის ბიზნეს ქეისების მეორე ტურში გადავიდა გუნდთან ერთად, რომელშიც სამივე კურსის სტუდენტები არიან. „მინდა ვთქვა, რომ აქ ბევრი ნიჭიერი და კრეატიული სტუდენტია, მათში საერთო ენის გამონახვა კი ადვილი და სასიამოვნო პროცესია“.
უნივერსიტეტი აქტიურად ატარებს საინტერესო ღონისძიებებს, როგორიცაა კონფერენციები, პოდკასტები, რა სად როდის. რომლებშიც ლანა მაქსიმალურად ცდილობს თითოეულ მათგანში ჩაერთოს და როგორც თეორიული, ასევე პრაქტიკული ცოდნის შეძენასთან ერთად გამოცდილება გაიღრმავოს, მრავალფეროვანი აქტივობებით და შემოთავაზებებით, რომლის შანსსაც ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი იძლევა.
სტუდენტურ კონფერენციაზე წარადგინა თემა: „თავისუფალი ვაჭრობა საქართველოში“, სადაც აღწერა მისი დადებითი და უარყოფითი მხარეები, „საკმაოდ საინტერესო გამოცდილება იყო ცოდნაც გავიღრმავე და პრეზენტაციის შიში დიდ აუდიტორიასთანაც დავძლიე“.
ლანა დატვირთული სტუდენტური გრაფიკის მიუხედავად ჩართული იყო „ჯიტასა“ და კიუს საერთო პროექტში, ინოვაციების საზაფხულო ბანაკში, სადაც გუნდთან ერთად მუშაობდა მის მეორე სტარტაპ იდეაზე.
დაიწყო IT hub-ის Java web Development. გასულ წელს კი საქართველოს ლაბორატორიის პროექტში იყო.
ლანა ასევე აქტიურად იყო ჩართული უნივერსიტეტის ღია კარის დღეების ორგანიზებაში აბიტურიენტებისათვის და არამხოლოდ. საკმაოდ საინტერესო გახლდათ მისთვის PR გუნდის წევრის როლის მორგება და საუკეთესო გამოცდილებების გაზიარება.
„ყველაზე დიდი შესაძლებლობა, რაც აქამდე მქონია ალბათ იყო სტუდენტ ასისტენტობის გამოცდილება. 2022-ის შემოდგომის სემესტრში ვიყავი ბიზნეს მეწარმეობის საფუძვლებში ლექტორის ასისტენტი. მყავდა ორი ჯგუფი. განსაკუთრებით მომეწონა ეს პროცესი და ამ ამპლუაში ყოფნა. ვფიქრობ, მომავალში მსურს ლექტორად ყოფნის გამოცდილებაც მივიღო. საინტერესო იყო სემინარები, სტუდენტებზე დაკვირვება და მათი განვითარების პროცესის ნახვა. შესანიშნავი სტარტაპ იდეები წარმოადგინეს სწავლის პროცესში, ძალიან მინდა რომ ბოლომდე გაყვნენ ამ იდეებს და საკუთარი შესაძლებლობების ირწმუნონ. ეს უნივერსიტეტი კი მაქსიმალურად ცდილობს რომ ყველა შესაძლებლობა მოგვცეს განვითარებისთვის, იმისთვის რომ კომპლექსები დავძლიოთ და კონფორტის ზონიდან გავიდეთ. ყველა ის ღონისძიებება რაც ტარდება უნივერსიტეტში ამაზეა ორიენტირებული“
წარმატებული გოგონა განათლების მიღებასთან ერთად ძალიან ბევრ გამოწვევებსა და სიახლეებს გონივრულად უმკლავდება და გამოცდილების გაღრმავებით ეუფლება პროფესიონალურად საქმიანობას რომელიც მისთვის ძალზედ საინტერესო და მნიშვნელოვანია.