სოფელ ქობულეთის საჯარო სკოლის მეცხრე კლასში ისტორიაში შიდა დაკვირვების გაკვეთილი ჩატარდა.
სასწავლო პროცესს პედაგოგი დავით მახარაძე უძღვებოდა.
გაკვეთილის თემა იყო - „აჭარის შემოერთება და ეროვნული მოძრაობის ხასიათი 19 საუკუნის მეორე ნახევარში.“
სკოლის წარმომადგენლის თქმით, გაკვეთილის მიზანი იყო ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებულ სტანდარტზე გასვლა, რომლითაც მოსწავლეები შეძლებენ საქართველოს ისტორიულ-ეთნოგრაფიული მხარეების დახასიათებასა და ამ მხარეების საზღვრების ისტორიული პროცესებით განპირობებული ცვალებადობის განსაზღვრას. ასევე მოზარდები მოახერხებენ გაანალიზონ საგარეო და საშინაო ფაქტორების გავლენა ქართული სახელმწიფოს წარმოშობასა და განვითარებაზე.
„ხსენებული მიზნის მისაღწევად, მასწავლებელმა გაკვეთილი წარმართა ისე, რომ მოსწავლეებს ჯგუფებში მუშაობისა და სხვადასხვა კითხვებზე პასუხის გაცემისა თუ პრეზენტაციის მომზადება-გაკეთების საშუალებით განევითარებინათ რუკაზე და წყაროებზე მუშაობის, საკუთარი აზრის გამოთქმის, ლოგიკური აზროვნებისა და არგუმენტირებული მსჯელობის უნარები, გაკვეთილი წარიმართა ხალისიანად, მოსწავლეთა მხრიდან მაღალი აქტივობისა და მოტივაციის ფონზე“,- აღნიშნავს სკოლის წარმომადგენელი.
იხილეთ ფოტოები