ქსოვრისის საჯარო სკოლის მე-7 კლასის მოსწავლეებმა გერმანული ენის მასწავლებლის, ელიზა ღვინიაშვილის ხელმძღვანელობით ღონისძიება - „არა ოკუპაციას“ ჩაატარეს.
აღნიშნული საქართველოს დამოუკიდებლობის მე-100 წლისთავს და არჩილ ტატუნაშვილის ხსოვნას მიეძღვნა.
სკოლის დირექციის ცნობით, მსგავსი აქტივობა მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლებას ემსახურება.