ინფორმაცია სტუდენტებისთვის - გაიგეთ ჩასარიცხი ადგილებისა და სწავლის საფასურის დეტალები
ცხადდება რიგგარეშე მობილობა შპს ალტე უნივერსიტეტის „ინგლისური ფილოლოგიის" საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხული სტუდენტებისათვის.
დაწესებულებების მიერ რიგგარეშე მობილობის გზით, საფეხურებისა და ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულების ან საგანმანათლებლო პროგრამების მიხედვით მისაღებ პირთა ადგილების რაოდენობის, აგრეთვე სწავლის საფასურის შესახებ სსიპ - განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში ინფორმაციის წარდგენის ვადა განისაზღვრა 2023 წლის 12 ივლისიდან - 14 ივლისის ჩათვლით;
რიგგარეშე მობილობის წესით ჩასარიცხ პირთა შესახებ დაწესებულებების სამართლებრივი აქტების პროექტების სსიპ - განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში წარდგენის ვადად დადგინდა 2023 წლის 2 აგვისტოდან - 7 აგვისტოს ჩათვლით;
შპს ალტე უნივერსიტეტის „ინგლისური ფილოლოგიის" საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხული სტუდენტების საყურადღებოდ!!!
სსიპ - განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის ვებგვერდზე რიგგარეშე მობილობაში მონაწილე უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების მიერ წარმოდგენილი მისაღები ადგილებისა და გამოცხადებული პროგრამების შესახებ სრულყოფილი ინფორმაციის გამოქვეყნების შემდგომ, რიგგარეშე მობილობით სარგებლობისათვის სტუდენტებმა განცხადებით უნდა მიმართონ სასურველ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებას და წარუდგინონ პირადი საქმის ასლები.
განცხადების წარდგენის სავარაუდო ვადაა - 2023 წლის 24 ივლისიდან - 2 აგვისტოს ჩათვლით. თუმცა, მნიშვნელოვანია, პირმა გაითვალისწინოს, რომ განცხადებით მიმართვის კონკრეტულ ვადას, რომელიც შესაძლოა იყოს 2 აგვისტომდე ადრე პერიოდი, განსაზღვრავს თავად უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება.
რიგგარეშე მობილობასთან დაკავშირებით კონსულტაციის მისაღებად, შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ ცხელ ხაზზე: (+995 32) 2200 220, ან მოგვწეროთ ელექტრონულ ფოსტაზე: info@emis.ge