სახალისო და საინტერესო - როგორ აფასებენ ასპინძის სკოლის მოსწავლეები ინგლისურენოვან კონკურსს - ''შემოდგომა''
15-11-2016

ასპინძის სკოლის VII, VIII და IX კლასებში საკონკურსო სახის ღონისძიება ჩატარდა. 

ღონისძიების სახელწოდება „შემოდგომა“ იყო და შესაბამისად, წელიწადის ამ დროს ეძღვნებოდა. 

ინგლისური ენის პედაგოგებმა ნინო გელაშვილმა და ინგა ზედგინიძემ შეადგინეს საკონკურსო დავალებები.

ყველა დავალება ინგლისურ ენაზე იყო მოცემული. კონკურსზე იყო გუნდური ჩართულობა. 

მოსწავლეების მიერ შესრულებული ნამუშევრებს ამოწმებდნენ ჟიურის წევრები და ანიჭებდნენ სათანადო ქულებს.

როგორც პედაგოგები აღნიშნავენ, მოსწავლეებმა საკმაოდ კარგად გაართვეს თავი მოცემულ დავალებებს. 

მოსწავლეების თქმით, კონკურსი სახალისო, საინტერესო და ამავე დროს, სააზრონო იყო. 

ღონისძიების დასრულების შემდეგ გამოვლინდნენ გამარჯვებული გუნდები და მათ გადაეცათ შესაბამისი სერთიფიკატები.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203