ისტორიის გამოცდაზე 11-მა აბიტურიენტმა დაიგვიანა 
17-07-2023
2023 წლის საგამოცდო პროცესი გრძელდება.დღეს აბიტურიენტები გამოცდას ისტორიაში აბარებენ. შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ გამოქვყენებული ინფორმაციის მიხედვითთ, დღეს გამოცდაზე აპლიკანტთა 8% არ მივიდა, ხოლო 11-მა დაიგვიანა. 

მეორე მსოფლიო ომი და საბერძნეთი - ისტორიის გამოცდიდან გამოსული აბიტურიენტები საკითხებს ასახელებენ 

„ორივე სესიაზე 92% გამოსაცდელი გამოცხადდა. დაიგვიანა თერთმეტმა აპლიკანტმა.

ხვალ აბიტურიენტები გამოცდას ისტორიასა და ზოგად უნარებში (სომხურ და აზერბაიჯანულ ენებზე) ჩააბარებენ.

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი კიდევ ერთხელ სთხოვს აბიტურიენტებს, გადაამოწმონ საგამოცდო ბარათზე მოცემული ინფორმაცია და არ დაიგვიანონ. შეგახსენებთ, რომ დაგვიანებული აპლიკანტები გამოცდაზე არ დაიშვებიან“, - აღნიშნულია ცენტრის განცხადებაში. 
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203