უმაღლესი განათლების შესახებ კანონში ცვლილებას ხელი პრეზიდენტმა მოაწერა - ვის ეხება გადაწყვეტილება
18-07-2023
უმაღლესი განათლების შესახებ კანონში ცვლილება შევიდა, რომლის მიხედვითაც ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე აბიტურიენტების ჩარიცხვა 2030-2031 სასწავლო წლის შემდგომ გაუქმდება. 

„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული 52-ე მუხლის 1​2 პუნქტით გათვალისწინებული ტესტების შედეგების საფუძველზე უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე აბიტურიენტების ჩარიცხვა არის დროებითი ღონისძიება და მოქმედებს 2030-2031 სასწავლო წლის ჩათვლით.

ცნობისთვის, ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე სწავლის გაგრძელების უფლება აქვს იმ აბიტურიენტს, რომელიც არის საქართველოს მოქალაქე ან „საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის 20​​13 მუხლით გათვალისწინებული პირი და რომელსაც სამინისტროს მიერ დადგენილი წესით ერთიან ეროვნულ გამოცდებზე ჩაბარებული აქვს ერთ-ერთი შემდეგი ტესტი:

ა) ზოგადი უნარების აზერბაიჯანულენოვანი ტესტი;
ბ) ზოგადი უნარების სომხურენოვანი ტესტი;
გ) ოსური ენის ტესტი;
დ) აფხაზური ენის ტესტი.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203