სკოლის დირექტორთა შესარჩევი კონკურსი საქართველოს 2074 საჯარო სკოლაშია გამოცხადებული. კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ როგორც 2013-2014 წლებში, ასევე 2022-2023 წელს სერტიფიცირებულ დირექტორების კანდიდატებს.
ორგანიზაცია CCIIR-მა, USAID-ის სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობის პროგრამის ფინანსური მხარდაჭერით, ინფორმაციული ბიულეტენი - „დირექტორობის კანდიდატები საქართველოს საჯარო სკოლებში“ მოამზადა. დოკუმენტში აღწერილია: როგორია სკოლის დირექტორის გავლენა მოსწავლეთა აკადემიურ მიღწევებზე, რამდენად რეალურია დირექტორების არჩევნების პროცესი საქართველოში, როგორი კონკურენციაა ქალაქების, სოფლების/თემის/დაბის სკოლებში. ამასთან, ყურადღება გამახვილებულია იმაზეც, თუ რომელ სკოლებშია ყველაზე მაღალი კონკურენცია.
აღსანიშნავია, რომ სკოლის დირექტორთა კონკურსისთვის ვაკანტური თანამდებობის დაკავების სურვილი 1409 კანდიდატმა გამოთქვა.
ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებები, სადაც სკოლის დირექტორობის კანდიდატთა რაოდენობა 10-ს აჭარბებს: