ზოგ სკოლაში დირექტორობის მსურველი საერთოდ არ დარეგისტრირებულა, ზოგში კი მხოლოდ ერთი უკონკურენტო კანდიდატია
ქალაქის 478 სკოლიდან 45 სკოლაში საერთოდ არ არის დირექტორობის კანდიდატი - აღნიშნულის შესახებ სამოქალაქო ინტეგრაციისა და ეროვნებათშორისი ურთიერთობების ცენტრის მიერ მომზადებულ ბიულეტინში - „დირექტორობის კანდიდატები საქართველოს საჯარო სკოლებშია“ აღნიშნული.TOP 10 საჯარო სკოლა, სადაც დირექტორობის ყველაზე მეტი კანდიდატია დარეგისტრირებულიროგორია კონკურენცია ქალაქის სკოლებში? - ქალაქში არსებულ 478 სკოლაში597 სერტიფიცირებული კანდიდატია დარეგისტრირებული - საშუალოდ ერთ ვაკანტურ ადგილზე 1,25 კონკურენტია.
ქალაქის 478 სკოლიდან 45 სკოლაში საერთოდ არ არის კანდიდატი (ქალაქის სკოლების საერთო რაოდენობის თითქმის 10%-ში), ხოლო 210 სკოლაში მხოლოდ 1 კანდიდატია, ანუ ქალაქის სკოლების 53%- ში არანაირი კონკურენცია არ არის.
დაბალია კონკურენცია სკოლებში, რომლებსაც ერთი ვადით ნამუშევარი დირექტორობის მოვალეობის შემსრულებელი ჰყავდათ, რაც, სავარაუდოდ, გამოწვეულია იმით, რომ მათ ახლა აქვთ შესაძლებლობა, მეორე ვადით იყვნენ არჩეული. როგორც ჩანს, ასეთ სკოლებში კონკურენციაში ნაკლებად შევიდნენ ახალი კანდიდატები.
რაც შეეხება სკოლებს, სადაც კანდიდატი საერთოდ არ არის, აქ სკოლების ფართო სპექტრია, მათ შორის დიდი ქალაქების: თბილისის, ქუთაისი, ბათუმის საჯარო სკოლებიც.