ნიგვზარის საჯარო სკოლაში „დედა ენის“ რამდენიმე გამოცემა გამოფინეს
08-05-2018
ნიგვზარის საჯარო სკოლაში დედა ენის დღესთან დაკავშირებით კვირეული გაიმართა. ქართული ენის კვირეული დედა ენის კუთხის მოწყობით დაიწყო.
სამოქალაქო განათლების კლუბის - „მზის შვილები“ წევრებმა კედლის გაზეთი „ენა დედაა ერისა!“ გამოუშვეს. მოსწავლეებმა ასევე მოაგროვეს და სკოლაში „დედა ენის“ რამდენიმე გამოცემა გამოფინეს.
კვირეულის ფარგლებში სკოლაში ასევე ღონისძიება - „ენა ქართული-ღმერთების ენა!“ გაიმართა.
სკოლის აღსაზრდელებმა დედა ენის შესახებ დაწერილი ლექსები და ცნობილი მწერლების ციტატები წაიკითხეს. მოზარდებმა ასევე „დედა ენის“ შექნასა და იაკობ გოგობეშვილის მოღვაწეობაზე ისაუბრეს.
დედა ენის დღე საქართველოში 14 აპრილს აღინიშნება. იხილეთ ფოტოები