მასწავლებლების საგნის გამოცდაზე 3-მა აპლიკანტმა დაიგვიანა - გაიგეთ რამდენი პროცენტი არ მივიდა გამოცდაზე
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, მასწავლებელთა საგნის გამოცდაზე დრეს 3-მმა აპლიკანტმა დაიგვიანა, ხოლო 17% არ მივიდა.
ცნობისთვის, დღეს, 19 ივლისს მასწავლებლებისა და მასწავლებლობის მსურველებისათვის გამოცდები შემდეგ საგნებში ჩატარდა:
ქართული ენა და ლიტერატურა, მათემატიკა და ბუნებისმეტყველება (I-IV კლასები);
ქართული ენა და ლიტერატურა (დაწყებითი საფეხური I-VI კლასები);
მათემატიკა (დაწყებითი საფეხური I-VI კლასები);
ბუნებისმეტყველება (დაწყებითი საფეხური I-VI კლასები);
აზერბაიჯანული და სომხური ენები.
ხვალ, 20 ივლისს კი უცხოურ ენესა და კომპიუტერულ ტექნოლოგიებში ჩააბარებენ, კერძოდ: მასწავლებელბი და მასწავლებლობის მსურველები პირველ სესიაზე ჩააბარებენ შემდეგ საგნებს:
ინგლისური ენა (დაწყებითი, საბაზო ან / და საშუალო საფეხური) - წერითი ნაწილი;
გერმანული ენა (დაწყებითი, საბაზო ან / და საშუალო საფეხური) - წერითი ნაწილი;
ფრანგული ენა (დაწყებითი, საბაზო ან / და საშუალო საფეხური) - წერითი ნაწილი;
რუსული ენა (დაწყებითი, საბაზო ან / და საშუალო საფეხური) - წერითი ნაწილი;
ქართული ენა (არაქართულენოვანი სკოლებისათვის/სექტორებისათის) (დაწყებითი, საბაზო ან / და საშუალო საფეხური) - წერითი ნაწილი;
კომპიუტერული ტექნოლოგიები - წერითი ნაწილი;