ზერტის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა სკოლის ტერიტორიაზე ნერგები დარგეს
09-05-2018
ზერტის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა დედამიწის დღე აღნიშნეს. სკოლის მოსწავლეებმა, სოფლის გამგეობის დახმარებით, სკოლის ტერიტორიაზე ნერგები დარგეს.
სკოლის წარმომადგენლის თქმით, მოზარდები აქტივობაში ხალისით ჩაერთვნენ და სკოლის ტერიტორია გაალამაზეს.
დედამიწის დღე მსოფლიოში 22 აპრილს აღინიშნება. ამ დღეს სხვადასხვა სახის გარემოსდაცვით ღონისძიებაში 190-ზე მეტი ქვეყნის 20 ათასამდე ორგანიზაცია და მილიონობით მოხალისე მონაწილეობს. იხილეთ ფოტოები