„ქიმიის გამოცდამ იმედები ჩამიკლა... კოშმარი იყო“ - აბიტურიენტები ტესტებს აფასებენ
20-07-2023

დღეს, 20 ივლისს აბიტურიენტები ქიმიისა და ხელოვნების გამოცდას აბარებენ. etaloni.ge-სთან ქიმიის ტესტირებიდან გამოსული აპლიკანტები აღნიშნავენ, რომ საკმაოდ რთული საკითხები შეხვდათ:

„რთული იყო ძალიან, შემოსახაზიც და ამოცანებიც. არ ვარ კმაყოფილი, საკითხები არ მახსოვს საერთოდ“, - აღნიშნა ჩვენთან საუბრისას ერთ-ერთმა აპლიკანტმა.

„ძალიან რთული იყო ყველაფერი, შემოსახაზები ყველა გარტყმით დავწერე, ამოცანები საერთოდ არ დამიწერია. არ ვიცი, ვერ ვამბობ ვერაფერს. კოშმარი იყო“... - დასძინა მეორემ, რომელმაც ასევე გვითრა, რომ 40 საკითხიდან 20 დაწერა მხოლოდ - ცუდად გავხდი და წამოვედიო...

„არ ვემზადებოდი არც ერთ საგანში, ყველა გამოცდაზე იმედიანად შევედი და კმაყოფილი გამოვედი, მაგრამ ქიმიის გამოცდამ თითქოს იმედები ჩამიკლა. სამედიცინოზე ვაბარებ და მეგონა, რომ კარგად ვიცოდი ეს საგანი, მაგრამ იმდენად უკმაყოფილო ვარ, ტესტს რომ გადავხედე, ვიფიქრე, შანსი არ მაქვს, ეგრევე დავტოვებ საგამოცდო ცენტრს-თქო, მაგრამ მაინც დავრჩი და რაც დავწერე, თითქმის ყველაფერი გარტყმით“...
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203