წყალტუბოს N1 საჯარო სკოლაში ბულნგის პრევენციის დღე სხვადასხვა ღონისძიებით აღნიშნეს
09-05-2018

ოტია იოსელიანის სახელობის წყალტუბოს N1 საჯარო სკოლაში ბულინგთან ბრძოლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით მნიშვნელოვანი აქტივობები განხორციელდა. 

სკოლაში მოეწყო გამოფენა სახელწოდებით „ბულინგი სკოლაში“, სადაც მოსწავლეებმა პოსტერები და კედლის გაზეთები გამოფინეს. 

IX კლასში ბულინგის თემაზე სიტუაციური სავარჯიშოების განხილვა და ლექცია-საუბარი ჩატარდა, რომელსაც სამოქალაქო განათლების მასწავლებელი და დირექციის წარმომადგენლები უძღვებოდნენ. 

VIIIა კლასში მასწავლებელმა თეა ბობოხიძემ შიდა დაკვირვების გაკვეთილი ჩაატარა თემაზე „კონფლიქტები და მათი მშვიდობით გადაჭრის გზები“. 

იხილეთ ფოტოები 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203