„სკოლაში ძალიან ბევრ რამეს შევცვლიდი, პირველ რიგში მიდგომებსა და სწავლის პროცესს“ - მასწავლებლობის მსურველი საგამოცდო ცენტრიდან
24-07-2023
საგნისა და უფროსი სპეციალური მასწავლებლის გამოცდები დღეს, უცხოური ენების პრაქტიკული ნაწილის გამოცდით სრულდება.
როგორც აპლიკანტები აღნიშნავენ, გამოცდა არც ისეთი რთული იყო მოსასმენი დავალებები კი თანამედროვე სწავლის მიდგომებსა და ჯგუფურ სამუშაოებზე იყო. სალაპარაკო თემა ქართული, როგორც მეორე ენის პედაგოგებისთვის შემდეგი იყო - უნდა იცოდნენ თუ არა პედაგოგმა მოსწავლის მშობლიური ენა.
„გერმანული ენის გამოცდაზე ვიყავი. წერითი ნაწილი უფრო რთული იყო ჩემთვის. თუმცა, საერთო ჯამში, რთული არ ყოფილა. მთარმგნელის დიპლომი მაქვს და სტატუსი მჭირდება, რომ სკოლში დავიწყო მუშაობა. ზოგადად რა სიტუაციაა სკოლებში არ ვიცი, მაგრამ ჩემი გამოცდილებიდან თუ გავიხსენებ უფრო მეგობრული ვიქნებოდი მოსწავლეებთან. პირველ რიგში, საგანი უნადა შეაყვარო, მიზანი დაანახო, თავში კი არ უნდა ჩაუდო მასალა. მოტივაცია უნდა აუმაღლო, რომ თავად მოუნდეს სწავლა. როცა შენ ყველაფერს აკეთებ იმისთვის რომ მოსწავლე დაინახავს სწავლის არსსა და მნიშვნელობას.
დონე კარგი იყო, პირველად გავედი გამოცდაზე და ვფიქრობ, თუ ვერ ჩავაბარე არ ვარ ღირსი და არ ვიმუშავებ, უფრო მეტს ვიშრომებ და უფრო მომზადებული გავალ მომავალში“, - გვეუბნება გამოცდიდან გამოსული აპლიკანტი
„გერმანილის გამოცდაზე ვიყავი, ჩემთვის ორივე , სალაპარაკო და წერითი ნაწილი მარტივი იყო, პირველად გავედი გამოცდაზე. სკოლაში ძალიან ბევრ რამეს შევცლიდი, პირველ რიგში მიდგომებს, სწავლის პროცესს, მონოტონური გაკვეთილები ნამდვილად არ მომწონს. მრავალფეროვნებას შევიტან საგაკვეთილო პროცესში“, - აღნიშნავს აპლიკანტი.
„ქართული ენის გამოცდაზე ვიყავი, თავად ქართულენოვანი ვარ და ვფიქრობ, არ იყო რთული, მაგრამ არაქართულენოვან მასწავლებელს, უფრო წერითი ნაწილი გაუჭირდებოდა.. რაც შეეხება დავალებებს, მოსასმენი ცხოვრებისეულ თემებზე იყო, ჯგუფურ სამუშაოებთან დაკავშირებით და თანამედროვე სწავლებაზე. ასევე, არის თუ არა აუცილებელი არაქართულენოვან სკოლაში მასწავლებელმა იცოდეს მოსწავლის მშობლიური ენა“, - აღნიშნა აპლიკანტმა.