განათლების მართვის საინფორმაციო სისტემამ გამოაქვეყნა შპს საქართველოს დავით აღმაშენებლის სახელობის უნივერსიტეტის მედიცინის ერთსაფეხურიანი პროგრამისა და შპს ალტე უნივერსიტეტის ინგლისური ფილოლოგიის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტთა რიგგარეშე მობილობისთვის გამოცხადებული პროგრამების ჩამონათვალი.
რიგგარეშე მობილობით სარგებლობისათვის სტუდენტებმა განცხადებით უნდა მიმართონ სასურველ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებას და წარუდგინონ პირადი საქმის ასლები.
განცხადებისა და პირადი საქმის ასლების წარდგენის ვადები თითოეულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებას მითითებული აქვს გამოცხადებული პროგრამების ჩამონათვალის შენიშვნის გრაფაში.
რიგგარეშე მობილობის პროცესის ადმინისტრირებას ახორციელებს – სსიპ განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა.
რიგგარეშე მობილობასთან დაკავშირებით კონსულტაციის მისაღებად, შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ ცხელ ხაზზე: (+995 32) 2200 220, ან მოგვწეროთ ელექტრონულ ფოსტაზე: info@emis.ge