2023 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდები დასრულდა. ახალა, აბიტურიენტები შედეგებთან ერთად სახელმწიფოს მიერ სრულად დაფინანსებული ფაკულტეტების ჩამონათვალს ელიან.
როგორც ცნობილია, ე.წ. უფასო ფაკულტეტების დაფინანსების შესახებ ბრძანება განათლებისა და მეცნიერების მინისტრის, განკარგულებით მტკიცდება.
აღსანიშნავია, რომ ე.წ. უფასო ფაკულტეტების ჩამონათვალი ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ინფორმაციაა, რომელსაც აბიტურიენტები ელოდებიან. მიუხედავად იმისა, რომ დაფინანსებული ფაკულტეტების ჩამონათვალის გამოცხადების ზუსტი დრო უცნობია, სავარაუდოდ, წელსაც,ინფორმაცია აგვისტოში გახდება ცნობილი. მანამდე კი, შეგიძლიათ გასულ წელს დაფინანსებული ფაკულტეტების სია იხილოთ.
2022-2023 სასწავლო წლის „უფასო ფაკულტეტების“ ჩამონათვალი