მასწავლებლობა, როგორც პარადოქსული პროფესია
09-08-2023

„მასწავლებლობა პარადოქსული პროფესიაა“ - ამბობს პროფესორი ენდი ჰარგრივსი. მისი თქმით, მასწავლებლობა პარადოქსულია ყველა იმ საქმიანობათა შორის, რომელიც უკვე არის ან ყალიბდება პროფესიად. თუმცა რატომ შეიძლება ეწოდოს ამ პროფესიას „პარადოქსული“?

როგორც, თავად ჰარგრივსი განმარტავს, მხოლოდ მასწავლებელს მოეთხოვება ისეთი უნარ-ჩვევებისა და შესაძლებლობების განვითარება, რომელთა მეშვეობითაც ინდივიდები და ორგანიზაციები გადარჩებიან და მიაღწევენ წარმატებას თანამედროვე ცოდნის საზოგადოებაში. მასწავლებლები, ყველა სხვა პროფესიის წარმომადგენლებზე მეტად, ვალდებულნი არიან, შექმნან მსწავლელთა საზოგადოება, ცოდნის საზოგადოება და განავითარონ ინოვაციის, მოქნილობისა და ცვლილებებისადმი მზადყოფნის შესაძლებლობები, ვინაიდან, დღეს ეკონომიკურ კეთილდღეობას სწორედ ეს განაპირობებს.

პროფესორის თქმით, მასწავლებლებს იმ ფართომასშტაბიან პრობლემებთან ბრძოლაც ევალებათ, რომლებსაც თავად ცოდნის საზოგადოება ქმნის. ასეთი პრობლემების მაგალითებია გადაჭარბებული მომხმარებლობა, თემის დაშლა და მდიდრებსა და ღარიბებს შორის მზარდი სხვაობების გაჩენა. მასწავლებლებს ამ ურთიერთსაწინააღმდეგო მიზნების განხორციელება თანადროულად უწევთ. მათთვის სწორედ ეს წარმოადგენს პროფესიულ პარადოქსს. 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203