როდის გამოქვეყნდება მასწავლებლის საგნის გამოცდის შედეგები? - კითხვას naec პასუხობს
საგნისა და უფროსი სპეციალური მასწავლებლის გამოცდები უკვე დასრულდა. ახლა კი პედაგოგები ტესტირების შედეგებს ელოდებიან. იმის გასარკვევად, თუ როდის გამოქვეყნდება მასწავლებლების გამოცდის შედეგები
etaloni.ge შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრს ცხელ ხაზზე დაუკავშირდა.
„ჯერ ეროვნული გამოცდების შედეგი უნდა დაიდოს, შემდეგ მასწავლებლის. სავარაუდოდ, აგვისტოს შუა რიცხვების მერე იქნება. ყველა საგნის შედეგი ეტაპობრივად გამოცხადდება. შედეგების გამოცხადება რომ დასრულდება, შემდეგ აპელაციები დაიწყება. მანამდე თუ რამე შეიცვალა, ცენტრის ვებ-გვერდზე დაიდება“,- განგვიცხადეს შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ცხელ ხაზზე.
შეგახსენებთ, რომ საგნის გამოცდაზე 16 000-ზე მეტი, ხოლო სპეციალური მასწავლებლის გამოცდაზე 2 500-მდე აპლიკანტი დარეგისტრირდა.