თბილისის N103 საჯარო სკოლამ ბაგა-ბაღებს უმასპინძლა
09-05-2018
თბილისის N103 საჯარო სკოლამ N202-ე და N17-ე საბავშვო ბაგა-ბაღების უფროსი ჯგუფების აღსაზრდელებსა და მათ მშობლებს უმასპინძლა.
შეხვედრას გაცნობითი და ინფორმაციული ხასიათი ჰქონდა.
სტუმრებს შესაძლებლობა მიეცათ სკოლის შენობა დაეთვალიერებინათ, პედაგოგებს გაცნობოდნენ და სკოლასა და მასთან დაკავშირებულ საკითხებზე ამომწურავი ინფორმაცია მიეღოთ.