2023 წელს მეთორმეტე კლასი ქვეყნის მასშტაბით 47 306-მა მოსწავლემ წარმატებით დაასრულა. მართალია, ჯერჯერობით განათლების სამინისტროს ოქროსა და ვერცხლის მედალოსანთა სია არ დაუმტკიცებია, მაგრამ კურსდამთავრებულებმა თავიანთი ნიშნები უკვე იციან და სამინისტროსგან საბოლოო პასუხებს, ახლა მხოლოდ მედალოსნობის კანდიდატები ელიან.
როგორც ცნობილია, სკოლის დასრულების შემდგომ კურსდამთავრებული სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელ დოკუმენტს - ატესტატს იღებს.
როგორ უნდა აიღოთ ატესტატი? - ვადები, გადასახდელი თანხა და პროცედურებიგეტყვით იმასაც, რომ კურსდამთავრებულებს მხოლოდ ატესტატი გადაეცემათ, სადაც დადასტურებულია მათი განათლების დონე, თუმცა
დასწრების ან საბოლო ქულების შესახებ დამატებით დოკუმენტს სკოლადამთავრებულები არ იღებენ.
სასწავლო წლის დასრულების შემდგომ „ეტალონს“ არაერთმა მე-12 კლასელმა, უფრო სწორად კურსდამთავრებულმა მიმართა კითხვით, შეეძლოთ თუ არა ნიშნების ფურცლის მიღება ან რა უნდა ექნათ იმისთვის, რომ აღნიშნული ინფორმაცია ოფიციალური დოკუმენტის სახით მიეღოთ - აღნიშნული ინფორმაციის დასაზუსტებლად ჩვენ განათლების სამინისტროს მივმართეთ:
„კურსდამთავრებულებმა ნიშნების ფურცელი ცნობის სახით უნდა აიღონ. სკოლას უნდა მიმართოთ და ისინი გასცემენ“,- განაცხადეს განათლების სამინისტროს ცხელ ხაზზე.