ძირკვაძეების საჯარო სკოლაში მოსწავლეთა საერთაშორისო შეფასების პროგრამის ძირითადი კვლევა ჩატარდა
09-05-2018
ძირკვაძეების საჯარო სკოლაში PISA 2018-ის (მოსწავლეების საერთაშორისო შეფასების პროგრამა) ძირითადი კვლევა ჩატარდა. კვლევაში 2002 წელს დაბადებული მოსწავლეები მონაწილეობდნენ.
კვლევა 2 ეტაპად ტარდება.
კვლევის პირველ ეტაპზე გამოკითხვაში მე-9 კლასის სამი მოსწავლე ნიკა დეკანაძე, გიორგი დეკანაძე და თორნიკე კოჩალიძე მონაწილეობდა, ხოლო მეორე ეტაპზე - მე-10 კლასის მოსწავლეები ნინო აბაშიძე, დათა და მამუკა თავართქილაძეები.
ტესტირებას ტესტირების ადმინისტრატორი გია ქედელიძე და ლაშა თავართქილაძე ესწრებოდნენ.