დაბა კაზრეთის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეები საგანმანათლებლო პროექტში მონაწილეობდნენ
09-05-2018
დაბა კაზრეთის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეები პირველი რესპუბლიკის თემაზე იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივის ორგანიზებულ თამაშში - „რა? სად? როდის?“ მონაწილეობდნენ. ღონისძიება საქართველოს პირველი რესპუბლიკის დაარსებიდან 100 წლის იუბილეს ეძღვნება.
სასკოლო-საგანმანათლებლო პროექტს საფუძველი 2015 წელს ჩაეყარა და მისი მიზანი პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის ისტორიით მოსწავლეთა დაინტერესებაა.