მელეს საჯარო სკოლის მოსწავლეები სხვადასხვა კონკურსში აქტიურად ერთვებიან
09-05-2018
მელეს საჯარო სკოლაში სასწავლო და შემოქედებითი პროცესი აქტიურად მიმდინარეობს. გაკვეთილების პარალელურად, მოსწავლეები სხვადასხვა ღონისძიებაში ერთვებიან. 

სკოლამ დედის დღე სპეციალური ზეიმით აღნიშნა, ხოლო ცოტა ხანში მხატვრული კითხვის კონკურსიც მოაწყო. 

აქვე აღსანიშნავია, რომ მელეს საჯარო სკოლის მოსწავლეები ინტელექტუალურ შეჯიბრებში მონაწილეობას იღებენ. მათ შორის,  ეროვნულ-ინტელექტუალურ კონკურსს „ეტალონში“, სადაც დამაჯერებელ შედეგებს აჩვენებენ.

ამავდროულად, ისინი izrune.ge-ს ტესტურ სამუშაოებშიც აქტიურად არიან ჩართულნი. 

და ბოლოს, ჯანსაღი ცხოვრების წესი - მოსწავლეები სპორტულ შეჯიბრებებშიც მონაწილეობენ, სადაც ღირსეულ ადგილებს იკავებენ. 

დირექციის ცნობით, სკოლაში მსგავსი აქტივობები გაგრძელდება. 

იხილეთ ფოტოები
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203